ჩვენს შესახებ

2001 წლის 1 მარტს შ.პ.ს. ”საქართველოს ფოსტა”-ს სტრუქტურაში შეიქმნა ფილიალი ”საქართველოს საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტა”.

2001 წლის 2 აპრილს მსოფლიო საფოსტო კავშირმა გამოსცა N157 და N158 ცირკულარები, რომელთა საშუალებითაც აცნობა წევრ ქვეყნებს საქართველოში ერთადერთი EMS ოპერატორის შექმნის შესახებ.

2001 წლის 14 მაისს “საქართველოს საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტა”-მ ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება.

“საქართველოს საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტა” - ეს არის ნაციონალური ექსპრეს მეილ ოპერატორი, რომელიც ჩართულია Express Mail Service -ის მსოფლიო ქსელში.